პროექტის გეგმა


სასწავლო  პროექტის გეგმა
1.         პროექტის სახელწოდება: ,,სახიათო  საგნები“
2.         პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2წინადადებით: უსაფრთხო და საფრთხის შემცველი ნივთების  გარჩევა
3.         პროექტის  აქტუალობა:  რამდენად აუცილებელია  გააზრება და განსხვავების დანახვა  საფრთხის შემცველ და უსაფრთხო საგნებს შორის.
4.         პროექტის მიზანი:
v  მოსწავლემ  შეძლოს   საფრთხის  დანახვა
v   გაარჩიოს  უსაფრთხო  და  საფრთხის  შემცვლელი  ნივთები  ერთმანეთისგან
v    გაიგოს  წესები  მათი  მოხმარების  შესახებ.
5.         მონაწილეთა ასაკი:პირველი კლასი/დაწყებითი საფეხური
6.         ვადები ხანგრძლივობა:ერთი კვირა
7.         მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
ü  მოსწავლეებში   ორიგინალურობის   და  გამომგონებლობის  დემონსტრირება   მუშაობის  პროცესში
ü    გახსნილობა  და მზაობა  ახალი  და მრავალფეროვანი  პერსპექტივებისათვის
ü    სხვადსხვა  როლებსა  და  პასუხისმგებლობებთან   ადაპტაცია
ü   სასწავლო  პროგრამით   გათვალისწინებული   ჩარჩოს   მიღმა  სამუშაოს  ჩატარება,  ცოდნის  ამაღლების  მიზნით.
8.         პროექტისათვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი,  სპექტაკლისთვის  ფორმები,  საყოფაცხოვრებო  ნივთები  , პლაკატები,  ფერადი  ფურცლები.
9.         პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
·         აქტ.1 საუბარი უსაფრთხო და საფრთხის შემცველ ნივთებზე
·         აქტ.2 კითხვა პასუხის რეჟიმში ამ ნივთების მოხმარების წესების და დანიშნულების გაცნობა .
·         აქტ.3 სპექტაკლის სახელწოდებით  ,,  ეს  საწყალი    კურდღელი“ გათამაშება მიზნით   თუ რამდენად  სწორად  აღიქვეს მიწოდებული მასალა, ინფორმაცია.   მასწავლებლის  დახმარებით როლების  გადაინაწილება . როლები (  ექიმი,   პაციენტი)  .
·         აქტ.4 მოსწავლეები ირგებენ მათთვის განკუთვნილ როლს და აქტიურად ებმებიან  სპექტაკლში .როლები იცვლება,რათა ჩართული იყოს ყველა მოსწავლე,ერთ-ერთი როლი შეიძლება მასწავლებელმაც შეასრულოს.ამით საგაკვეთილო პროცესი კიდევ უფრო საინტერესო  გახდება.
10.       საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
I.7  მოსწავლეს  შეუძლია  პირადი  ჰიგიენისა  და  უსაფრთხო  ქცევის  ელემეტარული  წესების  დაცვა.

. მსჯელობს  საყოფაცხოვრებო  ნივთების  (  მაგ.  მაკრატელი,  ჩაქუჩი,  ფანქრის  სათლელი)  ; უსაფრთხო  მოხმარების  წესებზე.    
.  ასახელებს   პირადი   ჰიგიენის   ნივთებს  ( მაგ.  სავარცხელი, კბილის  ჯაგრისი, პირსახოცი)
.   აღწერს  მათ  დანიშნულებას და  მოხმარების  წესებს.        
გაკვეთილის  პროცესში   გამოვიყენე  სიმულაციური და  როლური თამაშები. დავდგით  სპექტაკლი. კონკრეტული მეთოდი ეფექტურია გაკვეთილის გააზრების, უკეთ გაგების  და აღქმისათვის.   ასეთი მეთოდით  მოხდეს  მოსწავლის მოტივაციის ამაღლება   და მის მიერ მასალის უკეთ გაგება-გააზრება.
11.       პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):დაწყებითების პედაგოგი სოფო თედოშვილი
12.       ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:sopiotedoshvili563@gmail.com
13.       პროექტის ვებ-გვერი/ბლოგი:sopotedoshv.blogspot.com/

Комментариев нет:

Отправить комментарий